Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მოგზაურობა პანკისის ხეობაში - ადგილი, სადაც დრო ჩერდება
ambebi.ge
25 July 2016, 11:20
გამორჩული სტუმართმოყვარეობა, სარწმუნოებისა და ისტორიული წარსულის ერთგულება, თვითმყოფადობის შენარჩუნების გაუნელებელი სურვილი, ხელუხლებელი ტრადიცია და მრავალწლოვანი კულტურა, ხალხი, რომელსაც წინააღმდეგობა და მკაცრი ადათები არ აშინებს, ხეობა, რომელსაც კავკასიონი იცავს - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პანკისში.

ახმეტიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ბოლო ქართული სოფელი მატანია, რომელსაც პირველი ქისტური დასახლება ისე შეენაცვლა, გამოუცდელი თვალი ცვლილებას ვერც კი შენიშნავდა.

მზე თანდათანობით მთებს ეფარება, გარემოს კი მკაცრი იერსახე ემატება. მიუხედავად იმისა, რომ საღამოა, სოფლები ხალხმრავლობით მაინც არ გამოირჩევა.

გზადაგზა, ველოსიპედების სილუეტები მოჩანს, შემხვედრთა უმეტესობა მამაკაცია, მათი დიდი ნაწილი წვეროსანია. სახლთან ახლოს თეთრთმიანი, ცისფერთვალება ბავშვები თამაშობენ, მანქანის ჩავლისას კი ცნობიმოყვარე თვალს გაყოლებენ.

ხეობაში საზაფხულო სამუშაოები წამოუწყიათ, პანკისში მრავალი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირი პირველად ახლა შეჰყავთ. ძირითად სამუშაოს ადგილობრივები ასრულებენ.

"სანამ ჩვენ ევროპაში შევალთ ჩემი ძვლებიც აღარ იქნება"- ამბობს ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც ტაქსიში მძღოლის გვერდით ზის და მიმდინარე სამუშაოებს სკეპტიკური გამომეტყველებით აკვირდება.

დუისისა და ჯოყოლოს შემდეგ სოფელი ბირკიანია.

ამ სოფელმა მას შემდეგ გაითქვა სახელი, რაც მსოფლიომ თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ-შიშანის, ტერორისტული Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლის, შესახებ შეიტყო. ჩემი მასპინძელი ამ სოფელში ბათირაშვილების სახლიდან ოდნავ მოშორებით ცხოვრობს.

სახლს, რომელიც მთის ძირას დგას გარე სამყაროსგან პატარა რკინის ჭიშკარი გამოყოფს. მის მფლობელობაში კი მწვანე ეზო და ლამაზი ყვავილებია. სტუმრის დანახვით ყველაზე მეტად 8 წლის მარიამია გახარებული. ის გარეთ გამორბის და მამას ეხუტება, რომელსაც მთელი ოჯახი მოფერებით ბააბას ეძახის. "ბააბას" დღეს კლიენტების შოვნა არ გასჭირვებია, ზაფხულია, ამიტომ პანკისში წამოსვლისა და ოჯახის წევრების მონახულების მსურველიც ბევრია. წაიკითხეთ გაგრძელება
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი